2026-06-25

20:06

საფრანგეთი ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფს გაგზავნის

25-06-2026 18:15

საფრანგეთი ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფს გაგზავნის, - ინფორმაცის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესს ესაუბრა.

ემანუელ მაკრონმა ვენესუელელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

„საფრანგეთი, თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მზად არის დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში სპეციალიზებული 85 ფრანგი მაშველისგან შემდგარი ჯგუფი დაუყოვნებლივ გაიგზავნება“, - წერს მაკრონი X-ზე.

მანამდე, ვენეუსელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფების გაგზავნის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომაც გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები