2026-06-25

15:00

Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

25-06-2026 13:42

„ეარ ასტანამ“ პირველი პირდაპირი რეისი ალმათისა და თბილისს შორის 2011 წლის ივნისში განახორციელა. გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში, „ეარ ასტანა ჯგუფმა“ (Air Astana Group) სტაბილურად გააფართოვა თავისი წარმომადგენლობა ყაზახეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი ყოვლისმომცველი ქსელის განვითარების გზით.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე „ეარ ასტანა“ და მისი დაბალბიუჯეტიანი შვილობილი ავიაკომპანია „ფლაიარისტანი“ (FlyArystan) ორ ქვეყანას შორის კვირაში 44-მდე რეისს ასრულებს. მოგზაურებს  კი შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ მრავალფეროვან მიმართულებებს შორის და იმგზავრონ კომფორტულ პირობებში.  ფრენები ხორციელდება ალმათიდან, ასტანადან, ატირაუდან და აქთაუდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. 2011 წლის ივნისში ალმათი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ დაწყებული პირველი ფრენის შემდეგ, „ეარ ასტანა“ ეტაპობრივად ავითარებს საჰაერო ქსელს, ორ ქვეყანას შორის.

2011 წლიდან ალმათი-თბილისის მარშრუტთან ერთად, „ეარ ასტანა ჯგუფმა“ დაამატა შემდეგი მიმართულებები:

·         ასტანა- თბილისი (2015 წ., პანდემიის შემდეგ განახლდა 2022 წელს);

·         ატირაუ-თბილისი (2025 წ.);

·         ალმათი-ბათუმი (2021 წ.);

·         ალმათი-ქუთაისი (2023 წ.);

·         ასტანა-ქუთაისი (2021 წ.);

·         ასტანა-ბათუმი (2026 წ.);

·         აქთაუ-ბათუმი (2026 წ).


2026 წლის ზაფხულში მგზავრებს „ეარ ასტანა“ მგზავრებს სთავაზობს 25, ხოლო  „ფლაიარისტანი“ 19 ყოველკვირეულ რეისს.  აღნიშნული მარშრუტების მზარდი პოპულარობა ასახავს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული კავშირების განმტკიცებას. 2025 წელს „ეარ ასტანა ჯგუფმა“ ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებულ რეისებზე 270 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს.

საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი წყარო ხდება ტრანზიტული მგზავრებისთვის, რომლებიც „ეარ ასტანას“ ჰაბების - ალმათისა და ასტანის გავლით მოგზაურობენ. იმ ტრანზიტულ მგზავრებს, რომელთა გადაჯდომის დრო ალმათისა და ასტანის აეროპორტებში 10 საათს აღემატება, ავიაკომპანია სთავაზობს პროგრამებს - „Stopover Holiday“ და „Mytour“, რომლებიც მოიცავს ტურსა და განთავსების შესაძლებლობას. პირველი ღამის ღირებულება კი 30 აშშ დოლარიდან იწყება. მოთხოვნა იზრდება ცენტრალური აზიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდისა და ვიეტნამის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებზე.

„საქართველო რჩება ერთ-ერთ საკვანძო ბაზრად „ეარ ასტანა ჯგუფის“ რეგიონულ ქსელში. გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაფართოებდით მომსახურებას როგორც ტურისტულ, ისე ბიზნეს-მოგზაურობებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ყაზახეთსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების, ამასთანავე, მგზავრებისთვის ცენტრალური აზიისა და აზიის სხვა მიმართულებებზე კომფორტული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,“ - განაცხადა სერიკ რის-ულიმ, „ეარ ასტანას“ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა.

„ეარ ასტანა ჯგუფის“ შესახებ:

„ეარ ასტანა ჯგუფი“ (Air Astana Group) უმსხვილესი ავიაკომპანიების ჯგუფია ცენტრალურ აზიაში. ჯგუფი მართავს 63 საჰაერო ხომალდისგან შემდგარ ავიაფლოტს, რომელიც განაწილებულია სს „ეარ ასტანასა“ (Air Astana JSC - სრულსერვისიანი ავიაკომპანია, რომელმაც პირველი რეისი 2002 წელს შეასრულა) და სს „ფლაიარისტანს“ (FlyArystan JSC - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 2019 წელს დაარსდა) შორის.

ჯგუფი ახორციელებს გეგმურ, პირდაპირ და ტრანზიტულ, მოკლე და შორ მანძილზე სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს შიდა, რეგიონულ და საერთაშორისო მარშრუტებზე ცენტრალური აზიის, კავკასიის, შორეული აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურის, ინდოეთისა და ევროპის მასშტაბით. სს „ეარ ასტანა“ ზედიზედ თოთხმეტი წლის განმავლობაში წარადგინეს Skytrax-ის ჯილდოზე ცენტრალური აზიისა და დსთ-ს საუკეთესო ავიაკომპანიის სტატუსით, ხოლო სს „ფლაიარისტანი“ სამჯერ იქნა აღიარებული ცენტრალური აზიისა და დსთ-ს საუკეთესო დაბალბიუჯეტიან გადამყვანად.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები