2026-06-24

18:04

გურჯაანის ღვინის ფესტივალის თანამედროვე მემკვიდრეობა

24-06-2026 16:34

წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქ  უცვლელ ადგილასქ. გურჯაანში, ახტალას პარკში 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინეს და ქართული ღვინის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმებს.

ფესტივალზე სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინი მწარმოებლებსშეხვდებით. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.

საიუბილეო წელს, ფესტივალის გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობაა“, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს. სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ის ისტორიები, რაც ყოველწლიურად მეღვინეობის ქალაქში იქმნება.

„ათი წლის წინ ყველაფერი დიდი ენთუზიაზმითდაიწყო. დღესგურჯაანის ღვინის ფესტივალი ტრადიციად ქცეული, ღვინის მოყვარულებისთვის ყოველწლიური ზეიმია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, აკავშირებს და ახალ ისტორიებს ქმნისგურჯაანის ღვინის ფესტივალის გუნდი ამ ემოციებს წლიდან წლამდე ვაგროვებთ და განახლებული შემართებით ვემზადებით თითოეულ სტუმართან შესახვედრად, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე ძალიან ნაცნობი და ახლობელია,   აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.


მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები