ლევან მაჭავარიანი - მისასალმებელია, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა - იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
მისასალმებელია, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მაჭავარიანის თქმით, „ბრიუსელი დღემდე ვერ გვპატიობს იმას, რომ არნახული წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად“.
„ვერც იმას გვპატიობს, რომ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავაგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას.
იმასაც ვერ ივიწყებს, რომ, მიუხედავად მათ მიერ რადიკალური ოპოზიციისთვის ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი ანგარიშით დავამარცხეთ.
ახსოვს ისიც, რომ ბოლო წლებში 5 რევოლუცია გავუნეიტრალეთ.
იმასაც ვერ ეგუება, რომ მათ მიერ დაფინანსებული კოლექტიური „ლომჯარია და გიგაური“ გამჭვირვალე გავხადეთ.
მათთვის ისიც მიუღებელია, რომ LGBT პროპაგანდა ავკრძალეთ სკოლებსა და ბაღებში.
მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა…“, - წერს მაჭავარიანი.
ნანახია: 17
მსგავსი სიახლეები
clickss