ირაკლი კობახიძე - საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა - ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს
თქვენ იცით, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ტელეკომპანიებთან რამდენიმე ბიზნესის თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ის პირობას დებს, რომ არც ტელეკომპანია „იმედსა“ და არც ტელეკომპანია „პოსტივის“ არავითარი შეფერხება არ ექნება ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
„სირცხვილია, რაც მოხდა. ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი იმიტომ, რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ და ბრიტანეთმა გადაწყვიტა, დაეხურა საქართველოში ტელევიზია და თავს დასხმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრი, დანარჩენი არ არის საინტერესო.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია „პოსტივის“ არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებიდან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე.
მე თქვენ დაგვპირდით, რომ საქართველოში მედიასა და მედიის თავისუფლებას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. ახლაც ზუსტად ასე გპირდებით, რომ არც ტელეკომპანია „იმედს“ და არც ტელეკომპანია „პოსტივის“ არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად და ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ნანახია: 12
მსგავსი სიახლეები
clickss