2026-06-23

10:50

მეტროს პირველ ხაზზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია

23-06-2026 09:42

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. კერძოდ, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მგზავრები ვერ გადაადგილდებიან.

ამ დროისთვის მეტრო მგზავრებს მხოლოდ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „სადგურის მოედნამდე“ ემსახურება.

„მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მს „რუსთაველზე”, პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა. მგზავრებს ვემსახურებით მს „ახმეტელის თეატრიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“. „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ დროებით ვერ გადაგვყავს მგზავრები. როგორც კი დაზიანებულ მატარებელს გადავიყვანთ ჩიხში, მოძრაობას სრულად განვაახლებთ“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები