თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე
რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე! - საქართველო გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
ბოკუჩავას მიაჩნია, რომ მისი გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ საჭიროა მისი პარტიაში დარჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთოს.
„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
ნანახია: 11
მსგავსი სიახლეები
clickss