პოლიციამ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ნათქვამია ინფორმაციაში
ნანახია: 11
მსგავსი სიახლეები
clickss