2027 წლიდან Wizz Air-ი მგზავრებს Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტს შესთავაზებს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს, რომ 2027 წლიდან მთელ ფლოტზე Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დანერგვას გეგმავს. ამით კომპანია გახდება პირველი ევროპული ბიუჯეტური ავიახაზი, რომელიც მგზავრებს Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს შესთავაზებს.
კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მგზავრობის უფრო ხელმისაწვდომ, კომფორტულ და ციფრულ გამოცდილებად გადაქცევას მილიონობით მგზავრისთვის.
Wizz Air ფრენებს საქართველოდანაც ახორციელებს — თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით. ამ სიახლის ამოქმედების შემდეგ ქართველი მგზავრებიც სარგებლობას შეძლებენ სრულფასოვანი ბორტ-ინტერნეტით.
Starlink, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისი, უკვე თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან და სწრაფად ვრცელდება სამოქალაქო საავიაციო სექტორში.
ნანახია: 46
მსგავსი სიახლეები
clickss