2026-06-08

11:09

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტია 57%-ით ლიდერობს

08-06-2026 10:10

სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ – „სამოქალაქო შეთანხმებამ“ – ხმების 57.14% მოიპოვა, ხოლო ოპოზიციურმა ალიანსმა „ძლიერი სომხეთი“ 21.43% მიიღო. შესაბამისი წინასწარი შედეგები სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

ცესკოს მონაცემებით, მმართველი ძალა დამაჯერებლად ლიდერობს, რაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას საშუალებას აძლევს პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნოს და მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს.

არჩევნების დასრულების შემდეგ ფაშინიანმა გამარჯვება უკვე გამოაცხადა და შედეგებს „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა. მისი თქმით, მიღებული მანდატი ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებასა და მშვიდობის პროცესის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 58.97%-მა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 1,47 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

არჩევნები სომხეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად განიხილებოდა, რადგან ქვეყნის მომავალი საგარეო კურსი, აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესი და დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება სწორედ ამ კენჭისყრის შედეგებზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები