შალვა პაპუაშვილი - ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე
აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ორ ტერმინს იყენებს - სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამ ორ პრინციპს უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია - სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.
"ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს, აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, რათა საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ვფიქრობ, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მგონი, არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამერიკელების მხრიდან, რომ ის იყო ცარიელი და არაფრისმთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი.
ვფიქრობ, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ნანახია: 20
მსგავსი სიახლეები
clickss