2026-06-03

16:17

Next Gen Specialists - „როში“ პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის

03-06-2026 15:03

 

თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და პროფესიული განვითარება - ეს იმ ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის მთავარი მიზნებია, რომელიც საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია „როშმა“ ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შექმნა. კომპანიამ ახალი  ინიციატივ- Next Gen Specialists (NGS) საზოგადოებას  ოფიციალურად უკვე წარუდგინა.  

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პროგრამის პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეები გაეცნენ NGS-ის ხედვასა და განვითარების მიმართულებებს. NGS-ის საგანმანათლებლო პროექტის  ოფიციალური წარდგენის ღონისძიებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პროფესორები და ახალგაზრდა ექიმები ესწრებოდნენ.

„NGS -  ეს არის სრულიად ახალი საგანმანათლებლო  ინიციატივა, პროფესიული განვითარების პლატფორმა, რაც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პროგრამის მიზანია მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოება. მნიშვნელოვანია რომ ფარმაცევტული კომპანიისგან ასეთი მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივა პირველია,“ -  განმარტავს თინათინ სამყურაშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი.

NGS (ენჯიესი) ოთხ მნიშვნელოვან სწრაფად განვითარებად მიმართულებას აერთიანებს: ონკოლოგიას, ჰემატოლოგიას, ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიას — სფეროებს, სადაც ინოვაცია რეალურ გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.  სამედიცინო საზოგადოება თანხმდება რომ, სწორედ ეს მიმართულებები დღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, როშისთვის კი, ეს სფეროები სტრატეგიული მნიშვნელობისაა — მათში კომპანიას მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება, ექსპერტიზა და ინოვაციური რესურსი გააჩნია.

“როში მედიცინაში ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ არა მხოლოდ ინოვაციების შემქმნელი, არამედ მათი გამზიარებელიც. სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას უკავშირდება. დღეს, როდესაც მედიცინა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, გვჯერა, რომ ახალგაზრდა ექიმებისთვის ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მედიცინის მომავალი დღეს იქმნება იმ ახალგაზრდა ექიმების ხელით, რომლებიც ახლა სწავლობენ, იზრდებიან და ვითარდებიან. სწორედ ამ ხედვიდან დაიბადა NGS - Next Gen Specialists პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი თაობის სპეციალისტების განვითარებას და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, — აცხადებს მაკა ასათიანი, „როშ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი.

 

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ პირდაპირი წვდომა ექსპერტებთან ვორქშოფებისა და გამოცდილების გაზიარების ფორმატში — როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო დონეზე;  გაიუმჯობესონ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკისთვის საჭირო პროფესიული უნარები;  მიიღონ პერსონალური მენტორობა Roche-ის გუნდისგან; ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე; სურვილის შემთხვევაში, გაიარონ სტაჟირება  „როშ ჯორჯიას“  გუნდში.

„ჩვენ გვჯერა შემდეგი თაობის და მათი როლის მედიცინაში. Next Gen Specialists შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება, თანამედროვე ცოდნაზე წვდომა და დარგის ლიდერებად ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა — ეს არის ინვესტიცია მომავალში, რადგან როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტს განვითარების შესაძლებლობას აძლევ, რეალურად აძლიერებ მთლიანად ჯანდაცვის სისტემას. გვჯერა, რომ სწორედ ცოდნის გაზიარებით იქმნება პროგრესი და ძლიერდება მომავალი“, — აცხადებს ნინო განუგრავა, „როშ ჯორჯიას“ სამედიცინო დირექტორი.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების ცერემონია. აღნიშნული მემორანდუმები საფუძველს უყრის მყარ კავშირს სამედიცინო სექტორსა და წამყვან ორგანიზაციებს შორის, რაც ახალგაზრდა მედიკოსებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად ტრანსფორმირებაში დაეხმარება.

„ახალგაზრდა ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაეცნონ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო მედიცინა დგას. განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც ასეთი მასშტაბური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც, ბუნებრივია, ბიზნესმიზნებზეც არის ორიენტირებული, მნიშვნელოვან რესურსს დებს ახალგაზრდა ექიმების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში. განათლებისა და ცოდნის მუდმივი განახლების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი მედიცინაში, სადაც სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა პირდაპირ აისახება პაციენტების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე,“ - აღნიშნავს მარინა ჯანელიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნევროლოგი.

 

„კომპანია „როშის“ მიერ ინიცირებული ინოვაციური პროგრამა ეს არის საკმაოდ საინტერესო და დიდი მომავლის მქონე პროექტი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ დიდ კომპანიასთან ერთად გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გავუზიაროთ ცოდნა და  გავხდეთ მენტორები ახალგაზრდებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია პროექტები, რომელიც ეხება სამეცნიერო კვლევით მატერიალების მოპოვებას, შემდგომში მათ დამუშავებასა და გამოქვეყნებას,“ - განმარტავს შალვა სხირტლაძე, საქართველოს ოფთალმოლოგთან ასოციაციის ბორდის წვერი, ვიტრეო-რეტინალური ქირურგი.

დასასრულს,  მონაწილეებისთვის სპეციალურად NGS-ისთვის შექმნილ ვიდეოს ჩვენებაც მოეწყო, ხოლო მოწვეულმა სპიკერმა მედეა ტაბატაძემ მასტერკლასი გამართა თემაზე „ცოდნის ევოლუცია“, რაც სწრაფად ცვალებად სამყაროში მოტივაციისა და შესაძლებლობების სწორად გამოყენებას ეხებოდა. NGS-ი არ არის უბრალოდ  მორიგი საგანმანათლებლო პლატფორმა, ეს არის ინვესტიცია ქართული მედიცინის ხვალინდელ დღეში, რომელსაც სწორედ, ეს ახალგაზრდები შექმნიან,“ - აღნიშნა მან.

Next Gen Specialists (NGS) წარმოადგენს პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი. იგი მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge

 

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები