შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
02-06-2026 15:26
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისსა და ფოთში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდა.
ქუთაისში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ოთხივე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით;
ფოთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა ოთხი ახალი მარშრუტი, ხოლო „C“ კატეგორიას, ასევე „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებს ერთი ახალი მარშრუტი.
მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/mAkkE , - ნათქვამია განცხადებაში
ნანახია: 63
მსგავსი სიახლეები
clickss