გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღე - პაციენტების მხარდამჭერი ღონისძიება თბილისში
30 მაისს, გაფანტული სკლეროზის მსოფლიოდღეს, პაციენტები ერთმანეთისგასაძლიერებლად, გამოცდილებისგასაზიარებლად და პოზიტიური გარემოსშესაქმნელად კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
წლევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულიფორმატით გაიმართება და რამდენიმე საინტერესოდა ინტერაქციულ აქტივობას გააერთიანებს, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის, ემოციური მხარდაჭერისა და სოციალურიჩართულობის მნიშვნელობის გაძლიერებაა.
ღონისძიების მიზანია პაციენტების მენტალურიჯანმრთელობის მხარდაჭერა, თანადგომა და იმგარემოს შექმნა, სადაც ადამიანები საკუთარგამოცდილებაზე ღიად საუბარს შეძლებენ. დღესგაფანტული სკლეროზის მართვა ბევრად უფრომარტივია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2025 წლიდან გაფანტული სკლეროზისმკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიმთელი საქართველოს მასშტაბით, ყველამოქალაქისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი, რაც პაციენტებს დროული და უწყვეტიმკურნალობის შესაძლებლობას აძლევს. სწორედამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტიგმისდაძლევა, დაავადების შესახებ ცნობიერებისამაღლება და იმ გზავნილის გაძლიერება, რომადამიანებმა არ დამალონ საკუთარი მდგომარეობადა არ უგულებელყონ სიმპტომები. გაფანტულისკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკა და დროულადდაწყებული მკურნალობა დაავადებისპროგრესირების შენელებას და სრულფასოვანიცხოვრების შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობსხელს.
საქართველო ამ დღეს 2018 წლიდან შეუერთდასაინფორმაციო კამპანიით „ერთადერთმანეთისთვის“. 2019 წლიდან აჭარისჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამპაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომიგახადა, ხოლო 2025 წლიდან გაფანტულისკლეროზის მკურნალობა სახელმწიფოპროგრამის ფარგლებში უკვე მთელისაქართველოს მასშტაბით, ყველამოქალაქისთვის უფასოდ გახდა შესაძლებელი, რაც პაციენტების ფიზიკური და ემოციურიკეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
ნანახია: 15
მსგავსი სიახლეები
clickss