2026-05-28

11:26

თბილისში ინდოელი სტუდენტი გაუჩინარდა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

28-05-2026 10:26

თბილისში მე-13 დღეა ინდოელ სტუდენტს დვანიტ რაჯდიპის ეძებენ | ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

026 წლის 15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოვიდა შეტყობინება CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის (Dhvanit Rajdeep, ინდოეთი) გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით.
ინფორმაციის მიღებისთანავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სერვისს 112 და განაცხადა სტუდენტის გაუჩინარების შესახებ.
სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, იმავე დღეს აღიძრა საქმე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უნივერსიტეტი პირველივე დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებათან, აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამასთანავე, მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკარგული სტუდენტის ოჯახსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოსთან.
უკანასკნელი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მაისს, 15:30 საათზე, დვანიტ რაჯდიპი ნახეს კავკასიის მედიცინის ცენტრის (თბილისი, საბურთალო) მიმდებარე ტერიტორიაზე.
გთხოვთ, თქვენ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ სამართალდამცავ ორგანოებს (112) ან დარეკოთ უნივერსიტეტში, შემდეგ ნომრებზე:
+995 591 114 577
+995 551 546 642
ნათქვამია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები