2026-05-28

11:01

დონალდ ტრამპი - ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ

28-05-2026 09:55

სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ფაშინიანს დიდი მეგობარი და ლიდერი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, „მის ქვეყანას ძლიერს, აყვავებულს და სრულიად უსაფრთხოს ხდის“.

„ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახანს ეწვია სომხეთს, სადაც წინ წაწია რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმება ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაყრიან საფუძველს ტრამპის გზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან შეერთებულ შტატებამდე წვდომაში. ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისს ხელახალი არჩევისთვის. ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას ოდესმე არსებულზე უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავიყვანთ. კვლავ გავხადოთ (სომხეთი) დიდებული - MAGA!“- წერს ტრამპი.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები