2026-03-25

15:48

ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

25-03-2026 14:13

,,ავერსი-ფარმასა~ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა   ურთიერთ თანამშრომლობის  მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად  “ავერსი-ფარმა“  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების შეღავათიანი ტარიფებით მიწოდების უზრუნველყოფს.

კონკრეტულად კი  შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ზურაბ აბაშიძემ და ავერსის  სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე .ბურძენიძემ.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები