2026-03-20

14:35

საქართველოს საპატრიარქო - ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

20-03-2026 12:50

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე, გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული. მათთვის, ვისაც სურს, ილია მეორეს უკანასკნელი პატივი მიაგოს, სამების საკათედრო ტაძრის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები