2026-03-19

18:38

პარლამენტის სასახლეზე უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბანერი განთავსდა

19-03-2026 17:17

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები