"თურქი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს" - ერდოღანის სამძიმრის წერილი ირაკლი კობახიძეს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო.
თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
"პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს", - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ნანახია: 112
მსგავსი სიახლეები
clickss