2026-03-18

22:35

აშშ-მა საქართველო დაამატა ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის, მათ შორის ტურისტული ვიზისთვის 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ

18-03-2026 21:03

საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლე ვადიანი ვიზებისთვის.

საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.

აღინიშნება, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.

საქართველოსა და კიდევ 11 ქვეყნის დამატებით, “მაღალი რისკის” ქვეყანათა რაოდენობა, რომლებზეც სავიზო გირაოს პროგრამა ვრცელდება, 50-მდე გაიზარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება 2 აპრილიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, მსგავსი ტიპის სიაში უკვე იყვნენ: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები