შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტი აქვთ იმაზე, ვინ იქნება ყოჩი და ვინ ცხვარი - ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩების და ცხვრების გადანაწილებებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია ხდება - დავა მიდის შიგნით. ჩანს ვის უნდა იქ ყოჩობა და ვის ხედავენ ისინი ცხვრებად - ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩების და ცხვრების გადანაწილებებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ასეთი ერთიანი დიდი ხანია არ ყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„მათ არანაირი იდეოლოგიური კონფლიქტი არ აქვთ. ის პროცესი, რასაც ახლა ვაკვირდებით არის ის, რომ კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაცია ხდება. ასეთი ერთიანი დიდი ხანია არ ყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ გვაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომელსაც აქვს არა რაიმე იდეოლოგიური ან გეგმებთან დაკავშირებით კონფლიქტი, კონფლიქტი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ყოჩი და ვინ იქნება ცხვარი. ამაზე მიდის დავა შიგნით. ჩანს, ვის უნდა იქ ყოჩობა და ვის ხედავენ ისინი ცხვრებად. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვიმარჯვოთ პოპკორნი და ვუყუროთ ყოჩების და ცხვრების გადანაწილებებს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
ნანახია: 73
მსგავსი სიახლეები
clickss