2026-03-10

11:55

დონალდ ტრამპი - თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე

10-03-2026 10:10

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება.

„თუ ირანი ისეთ რამეს გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, აშშ გაანადგურებს ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც ირანის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.

„გავანადგურებთ ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის, როგორც ერის, ხელახლ აღდგენას - სიკვდილი, ცეცხლი და მძვინვარება მათზე იბატონებს - მაგრამ იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდება! ეს არის საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩინეთისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც აქტიურად იყენებს ჰორმუზის სრუტეს. იმედია, ეს ჟესტი დიდად დაფასდება“, - დაწერა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები