2026-03-09

18:08

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც

09-03-2026 16:29

ვროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ "ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც".

როგორც ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ახალ დერეფანს შეუძლია, ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში.

"დავფიქრდეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი. ერთი შეხედვით, მისი მიზანია, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის მოგზაურობის დრო 30-დან 15 დღემდე შეამციროს, მაგრამ ეს პროექტი უფრო მეტია. ეს დერეფანი დააკავშირებს წარსულში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს სამხრეთ კავკასიაში და ასევე მათ ევროპასთან დააკავშირებს.

ისე, როგორც ქვანახშირმა და რკინამ გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და იყოს გზა არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც.

ჩემი აზრი მარტივია: ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტები და მოქმედების ძალა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები