სუსი - 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული, მასშტაბურის ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი, - ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.
მან საზოგადოებას თითოეული მიმდინარე საქმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს - საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში, კორუფციის დაბალი დონით", - განაცხადა ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა.
უწყება კორუფციული დანაშაულების ამსახველ ფარულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებსაც ასაჯაროებს.
ნანახია: 8
მსგავსი სიახლეები
clickss