შალვა პაპუაშვილი - "ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს - ვისაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა ერთ მენიუში არიან წარმოდგენილი ყველა მცირე დიქტატორი, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით"
ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ოპოზიციის ალიანსზე" საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობა", როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონ-ყმობა, სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება.
"არანაირი ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცდილობდა რომ ნაცარი შეეყარა თვალში საზოგადოებისთვის, რომ თითქოს აღარ არის ერთიანი და დაშლილია, სხვადასხვა პარტიაა. რასაც ვსაუბრობდით, ყველაფერი ახდა. ეს არის ისევ ის სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების, ტელევიზიების ტერორის, სახელმწიფო რეკეტის სისტემა. ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე სხედან და შეგვიძლია იმ თაობას, ვისაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ახლა ერთ მენიუში არიან წარმოდგენილები ყველა მცირე დიქტატორები, სააკაშვილის, დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით.
"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ერთიანია, საქართველო კვლავ იგივე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და მიიყვანა ომისკენ.
"ნაცობა", როგორც იდეოლოგია არ ეფუძნება ინდივიდებს. ეს არის კოლექტიური აზროვნების მქონე ჯგუფი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სხვისი, სხვა ქვეყნის მსახურება, სხვა ძალების მსახურება, მათი მოსაწონის გაკეთება. იმ სცენაზე ინდივიდები არ არიან, კოლექტიური "ნაცები" არიან.
"ნაციონალური მოძრაობა" შეიკრიბა და პირველი გადაწყვეტილება იყო როგორ წავიდნენ ამერიკაში და ვის ელაპარაკონ. ეს არის მთელი მათი ფილოსოფია. რაც იყვნენ 2012 წლამდე, ოპოზიციაში და ახლა. ერთი ფილოსოფია აქვთ, ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება. "ნაცმოძრაობა", როგორც იდეოლოგია, ეს არის პატრონ-ყმობა, სხვისი უცხო ჯგუფების ინტერესების გატარება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ნანახია: 98
მსგავსი სიახლეები
clickss