2026-03-07

00:55

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა

06-03-2026 16:20

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა.

ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღესვე იქნა მიღებული რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოების საკონსულოებისთვის და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა მათ ეფექტურად უზრუნველყონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება. 

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ეს რეკომენდაციები მოიცავს - ევროკავშირის საზღვრებზე საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ გაძლიერებულ შემოწმებას. 

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას აუცილებლად უნდა იქონიონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ მიმართ შესვლის აკრძალვაც დაწესდეს. 

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას ყველა წევრი ქვეყანა აღასრულებს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები