2026-03-06

21:14

ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა

06-03-2026 14:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის სექტორში.

განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პორტფელი. აღინიშნა, რომ ADB-ის ინვესტიცია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და უზრუნველყოფს პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორის განვითარებას.

აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის ახალი ოფისის გახსნა თბილისში საქართველოსა და ADB-ს შორის არსებული გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ. ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკის პრიორიტეტია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები და რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. აღვნიშნეთ, რომ ეს პროექტები რეგიონული დაკავშირებადობის ფუნქციას ზრდის.

განვიხილეთ შუა დერეფანში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობა, ვისაუბრეთ აეროპორტების განახლებისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.

კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორში ინვესტირების გზით გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციის მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული კარიბჭე", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასატო კანდამ.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები