ლევან მაჭავარიანი - "ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ "ლელოც", გახარიაც და "ნაცებიც" აბსოლუტად ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან"
"ეს არის ზუსტად იმ რებრენდინგის ნაწილი, რაზეც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას. ანუ, გარე ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ხელოვნურად გამიჯნონ "ლელო" და გახარიას პარტია კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობისგან" - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი "ლელოსა" და პარტია "საქართველოსთვის" გაკეთებულ განცხადებებს. საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი სახეებისგან შემდგარ ალიანსს არ უერთდება "ლელო" და გახარიას პარტია "საქართველოსთვის."
ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ყველა კარგად ხვდება, რომ "ლელოც", გახარიაც და "ნაცებიც" - ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან.
"ეს არის ზუსტად იმ რებრენდინგის ნაწილი, რაზეც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას. ანუ, გარე ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ხელოვნურად გამიჯნონ "ლელო" და გახარიას პარტია კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობისგან", იქიდან გამომდინარე რომ იციან, რომ ნაცებს ის წარსული ვერ ჩამორეცხეს და უნდათ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს "ლელო" და გახარიას პარტია არიან დამოუკიდებელი ძალები და არ წარმოადგენენ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას". თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რაშია საქმე და აანალიზებენ იმას, რომ "ლელოც", გახარიაც და "ნაცებიც" - აბსოლუტად ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართებიან," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ნანახია: 78
მსგავსი სიახლეები
clickss