„ლიბერთი ბანკი“ სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გაცნობებთ, რომ დღეს, 3 მარტს, ლიბერთი ბანკის სათაო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა.
ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით" | წერს ლიბერთი ბანკი გავრცელებულ განცხადებაში.
ლიბერთი ბანკის შენობაში ხანძარი დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ნანახია: 85
მსგავსი სიახლეები
clickss