"არა ჩადებას! დაისაჯონ ცრუ მოწმეები და ჩამდებები!." - საპროტესტო აქცია პროკურატურასთან
"არა ჩადებას!... თავისუფლება სინდისის პატიმრებს... დაისაჯონ ცრუ მოწმეები და ჩამდებები!..." - გენერალურ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ყოფილი მსჯავრდებულები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, შს სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან „ჩადების პრაქტიკას“.
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ცრუ მოწმეების დასჯას, რომლებიც მათი განცხადებით, არაერთი საქმის განხილვის დროს ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ადგილად პროკურატურა მიზანმიმართულად შეირჩა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც “საქმეები იკერება“.
ნანახია: 21
მსგავსი სიახლეები
clickss