ისრაელმა და აშშ-მ ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს კატაიბ ჰეზბოლას პოზიციებზე თავდასხმა განახორციელეს
02-03-2026 11:44
ისრაელმა და აშშ-მ ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს კატაიბ ჰეზბოლას პოზიციებზე თავდასხმა განახორციელეს.- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო aljazeera ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ისრაელ-აშშ-ის სარაკეტო თავდასხმა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთით, ჯურფ ალ-სახრში, ირანის მიერ მხარდაჭერილი პარამილიტარული დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ კუთვნილ ობიექტებზე განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი დაფიქსირდა, მათ შორის მანქანების, ობიექტებისა და საწყობების დაწვა. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნანახია: 7
მსგავსი სიახლეები
clickss