2026-02-21

13:03

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი მსახიობებმა - კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს

21-02-2026 11:20

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ ისინი „ფეისბუქზე“ წერენ. მათ სოციალურ ქსელში გადაწყვეტილების შესახებ იდენტური ტექსტი გამოაქვეყნეს.

„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.

დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ",- წერენ მსახიობები.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები