მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
16 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მინისტრის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, იურაი ბლანართან.
"მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის და ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკას.
განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების საკითხი.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფასეულია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანახია: 11
მსგავსი სიახლეები
clickss