შალვა პაპუაშვილი - არ ვიცი, როგორ გამოვიდა ასეთი ზიზღით გერმანიის ელჩთან შეხვედრიდან ეკა გიგაური, მის ორგანიზაციას ევროკომისია აფინანსებს, ამ სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი, ამის გამომუშავება ხდება
როგორც მივხვდი ეკა გიგაური და გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი შეხვდნენ ბინაში და არა საელჩოში, პირადი ხასიათის შეხვედრა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის შეხვედრის შეფასება სთხოვეს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვნახეთ, გიგაურის ზიზღი. მისივე თქმით, ამ ზიზღში და სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი და ამ თანხის გამომუშავება ხდება.
„ალბათ მეგობრობენ, არ ვიცი, აქედან სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიტანო. ერთადერთი რაც ვნახე და ამას მინდა, ხაზი გავუსვა, ვნახეთ, ქალბატონი გიგაურის ზიზღი, ეს ევროპული ზიზღი, რომელიც მისგან მოდის ჟურნალისტთან მიმართებით, რომ რუსული ტელევიზია. არ ვიცი, რაზე ჰქონდა საელჩოში საუბარი, ასეთი ზიზღით დამუხტული როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩისგან, რომ ასეთი სიძულვილი, ასეთი ზიზღი აჩვენა. გაგახსნებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდება ევროკომისიის მიერ, ასე რომ, ამ ყველაფერში ერთი მილიონი არის გადახდილი, როგორც მათივე ინფორმაციით ვიცით. ამ ზიზღში და სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი. ასე რომ, როგორც ჩანს, ამ თანხის გამომუშავება ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ნანახია: 14
მსგავსი სიახლეები
clickss