2026-01-31

13:51

ქვემო ქართლის პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

31-01-2026 11:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა მ.ი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში დააკავეს.

დაკავებულის  მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები