სეიედ აბას არაყჩი - ჩვენ წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებები წარუმატებლად დასრულდა
თეთრმა სახლმა არ უნდა რეაგირებდეს დასავლური მედიის მიერ ირანის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით აგორებულ აშკარად მცდარი ნარატივების ტალღაზე, თუმცა შესაძლოა საჭირო იყოს რამდენიმე საკითხის დაზუსტება. დემონსტრაციები მშვიდობიანად დაიწყო და ირანის ხელისუფლებამ ისინი ლეგიტიმურ პროტესტად აღიარა, მაგრამ შიდა და გარე ტერორისტების ჩართვის შემდეგ ვითარება მოულოდნელად ძალადობრივი გახდა; შესაბამისად, არეულობების ორგანიზატორებისა და ტერორისტებისთვის კომუნიკაციის შეწყვეტა აუცილებელი იყო.
მედიამ რეალობა დაამახინჯა და შექმნა ისეთი გარემო, რომელსაც შესაძლოა რეგიონში უპრეცედენტო ძალადობას გამოეწვია. ჩემი აზრით, ამ დეზინფორმაციული კამპანიის ზუსტი მიზანიც სწორედ ეს ძალადობა იყო. შეიარაღებული და შენიღბული ტერორისტული ჯგუფები შეიჭრნენ დემონსტრანტთა რიგებში და ცეცხლი გაუხსნეს უდანაშაულო მოქალაქეებს. ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებდა, თითქოს ირანის ზოგი დიდი ქალაქი „დაეცა“, თუმცა არეულობების ძალადობრივი ფაზა 72 საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. ადამიანური დანაკარგი ასეულებს შეადგენს და საბოლოო მონაცემები ზუსტი აღრიცხვის შემდეგ გამოცხადდება.
ამ საპროტესტო აქციებს წინა წლების დემონსტრაციებისგან თვისებრივად განასხვავებდა ამერიკის პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „დემონსტრანტების დაღუპვას“ შედეგები მოჰყვებოდა. ეს გაფრთხილება, ნებსით თუ უნებლიეთ, არეულობების დამგეგმავებს სტიმულს აძლევდა, აერჩიათ „მაქსიმალური სისხლისღვრის“ სტრატეგია, რათა შეერთებული შტატები ისრაელის მხარეს კიდევ ერთ ომში ჩაეთრიათ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში CIA--ის ხელმძღვანელმაც კი აღიარა, რომ მოსადის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ ქუჩის საპროტესტო აქციებში.
28 დეკემბრიდან 8 იანვრის საღამომდე ირანში შეინიშნებოდა მრავალი დემოკრატიული ქვეყნისთვის ნაცნობი სცენები: უმეტესად მშვიდობიანი პროტესტები ეკონომიკური რეფორმების, ინფლაციის, პროფკავშირებთან მოლაპარაკებებისა და შეზღუდული, არასასიკვდილო შეტაკებების ფონზე. თუმცა, დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში, რომლის მიხედვითაც იგი ფართომასშტაბიანი ძალადობის შემთხვევაში ჩარევის შესაძლებლობას განიხილავდა, ჩვენი უსაფრთხოების ძალები მოულოდნელად შეეჯახნენ კოორდინირებულ და ფართომასშტაბიან შეიარაღებულ თავდასხმებს.
ცეცხლი გახსნილ იქნა როგორც პოლიციას, ისე მოქალაქეების მიმართულებით. სამართალდამცავები მოკლეს, დაწვეს და ზოგიერთ შემთხვევაში თავიც კი მოკვეთეს. საზოგადოებრივი ავტობუსები, საავადმყოფოები, სასწრაფო დახმარების მანქანები, სახანძრო სადგურები, ქსელური მაღაზიები და მეჩეთებიც მიზანმიმართულად განადგურდა, რათა მსხვერპლი მაქსიმალური ყოფილიყო. დაღუპულთა უმრავლესობა პოლიციელები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ. ამ მასშტაბის ძალადობის ამერიკული ანალოგი იქნებოდა 72 საათის განმავლობაში 600 სამართალდამცველის დაღუპვა.
უცხოური წყაროები მრავალ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. სიმართლე კი ისაა, რომ ყველა უიარაღო დემონსტრანტი, რომელიც დაიღუპა, გამოცხდდა „მოწამედ“. მათი ოჯახები მიიღებენ სრულ მხარდაჭერასა და იმავე სახის კომპენსაციას, როგორსაც დაღუპული სამართალდამცველების ოჯახები.ძალადობა დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების ნორმალური რიტმი აღდგენილია. უსაფრთხოების ძალების სიმამაცისა და საზოგადოების სიფხიზლის შედეგად ტერორისტული ელემენტები გამოვლენილი და განეიტრალებულია.
იმ დროს, როდესაც ირანელები თავიანთ დაღუპულ ახლობლებს გლოვობენ, კიდევ ერთი საფრთხე ყალიბდება: დიპლომატიის საბოლოო მარცხი. 2025 წლის ივნისში ირანის მიერ გამოვლენილი თავშეკავებისგან განსხვავებით, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები ამჯერად, თუკი ახალი თავდასხმის ქვეშ აღმოვჩნდით, მთელი საკუთარი ძალებით პასუხს გასცემენ თავდასხმას. ეს მუქარა არ არის, არამედ რეალობაა, რომლის პირდაპირ თქმას აუცილებლად მივიჩნევ როგორც დიპლომატი და როგორც ვეტერანი, რომელსაც სძულს ომი.სრულმასშტაბიანი დაპირისპირება უდავოდ უკიდურესად მძიმე იქნება და გაცილებით უფრო ხანგრძლივად გასტანს, ვიდრე ისრაელი თეთრ სახლს არწმუნებს; მისი შედეგები რეგიონსა და მსოფლიოს რიგით მოქალაქეებზე აისახება. ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად მთელ ჩემს ძალას გამოვიყენებ.
ბატონი ტრამპი თავის თავს მომრიგებლად მიიჩნევს. თუმცა ის, რაც მან დღემდე ჩვენს რეგიონს მოუტანა, მხოლოდ ომი იყო. შეხედეთ პალესტინას, ლიბანს, სირიას, იემენს, ირანს და კატარს და დაინახავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა მისი მმართველობის 12 თვის განმავლობაში. მიდგომა უნდა შეიცვალოს.
ტრამპმა თავდაპირველად ირანთან დიპლომატია მოსინჯა. მინიმუმ სამჯერ ომანის მოლაპარაკებებში ძალიან ახლოს ვიყავით პრობლემების გადაწყვეტასთან, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. რატომ? თეთრ სახლის ისრაელელი მარიონეტების გამო, რომლებიც ამერიკის ინტერესებს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. გარდა ამისა, ამერიკის არასწორი გათვლების გამო, რომელმაც ევროპაზე ზეწოლა განახორციელა „სნეფ-ბექის“ მექანიზმის აღსადგენად, გასული წლის სექტემბერში ხელიდან გავუშვით ნიუ-იორკში მოლაპარაკებათა განახლების შანსი.
ირანი ომს მუდამ მშვიდობას ამჯობინებს. ჩვენ მუდმივად მზად ვიყავით და ვართ რეალური და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, რათა მივაღწიოთ სამართლიან და დაბალანსებულ შეთანხმებას. 2025 წლის ივნისისა და სექტემბრის გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, რომ შეერთებულ შტატებს ამგვარი მიდგომა აქვს.
ირანის გზავნილი პრეზიდენტ ტრამპისთვის მკაფიოა: ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სცადა ყველა შესაძლო მტრული ქმედება, სანქციებიდან და კიბერ-თავდასხმებიდან დაწყებული, პირდაპირი სამხედრო დარტყმებით დამთავრებული, ბოლოს დიდი ტერორისტული ოპერაციის პროვოცირებაც კი. ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დროა, განსხვავებულად იფიქრონ. სცადონ „პატივისცემა“, რაც ჩვენ იმაზე უფრო წინ წაგვიყვანს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ნანახია: 22
მსგავსი სიახლეები
clickss