ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება
22-01-2026 13:36
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) დაიწყება.
ზელენსკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა (თბილისის დროით 17:30) დაგეგმილი.
ნანახია: 15
მსგავსი სიახლეები
clickss