2026-01-20

13:21

მერია - თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

20-01-2026 11:17

თბილისის მერიის ცნობით, უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, 17 იანვრის საღამოდან დღემდე უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე.

„მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილით მუშავდებოდა, როგორც ცენტრალური, ისე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები. სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი.

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები