2025-12-09

15:48

სურსათის სააგენტო: ბაღში გამოვლინდა დეზინფექციის პრობლემა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი

09-12-2025 14:48

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება ჩაატარეს ბათუმში, საბავშვო ბაღ სტარ ბათუმში, სადაც გამოვლინდა არასათანადო რეცხვა-დეზინფექციის პრობლემა. 

ასევე განცხადების თანახმად, ბაღში აღმოჩნდა, რომ ის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - სტარ ბათუმი (ს/კ 345682692). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები