2025-12-09

15:48

„ეფეს საქართველოს“ „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ სახელით სპეციალური ჯილდო გადაეცა

09-12-2025 12:54

26 ნოემბერს, „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო- ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, რიგით მერვე ცერემონია გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ სახელით, „ეფეს საქართველოს“ „ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის - სპეციალური აღიარების ჯილდო“ გადაეცა.  „ეფეს საქართველო“კონკურსის დასაბამიდან - დღემდე, აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია, უზიარებს ბიზნეს სექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და არის კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულიც.

„ეფეს საქართველოსთვის კორპორაციული მდგრადობა დეკლარირებული პრიორიტეტია. 17 წელზე მეტია, რაც კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. შესაბამისად, „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ პროგრამის ფარგლებში მიღებული ჯილდოები სწორედ, აღნიშნული მიმართულებით ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. წელს, „გაეროს გლობალური შეთანხმების“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადმოგვეცა, რაც ნამდვილად საამაყოა. მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ჩვენს აქტივობებს ღირსეული სამუშაო გარემოს გასაძლიერებლად, კომპანიისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, და ასევე მდგრადი მოხმარებისა და წარმოების განვითარებისთვის,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი ქეთი ჟვანია.

ღონისძიება „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს“ ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომელმაც ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, ბიზნესის ძალისხმევისა და ლიდერობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, მან ყურადღება „გაეროს გლობალური შეთანხმების“ როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი გარკვეულწილად, ასრულებს საზომის ფუნქციას, თუ რა მდგომარეობაა დღეს, რა მიზნები აქვს ბიზნეს სექტორს, რა პროგრესი აქვთ კომპანიებს საქართველოში მდგრადობის მიმართულებით და რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჯილდოს კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაციები.   კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია შვედეთის დაფინანსებით, პროექტის - “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები