2025-10-18

19:06

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

მსოფლიო
21-06-2024 11:40

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ მე-14 სანქციების პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც მოიცავს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) რეექსპორტის აკრძალვას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარის, ბელგიის სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზგასმულია, რომ ახალი სანქციების გადაწყვეტილებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო იქნა მიღებული.

საკითხს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა სოციალური ქსელის მეშვეობით და აღნიშნა, რომ ახალი სანქციების პაკეტი ხელს შეუშლის რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და შეამცირებს რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებს.

მათივე განცხადებით, სანქციები გავლენას არ მოახდენს რუსეთის LNG-ის ევროკავშირში ექსპორტის დიდ ნაწილზე, მაგრამ ევროკავშირის პორტებს აეკრძალებათ რუსული LNG-ის გადაყიდვა.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები