პრემიერ-მინისტრი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის შეფასებით, ამბასადორიალი ელჩებთან შეხვედრის მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც ის ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალური მსჯელობისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ დედაქალაქში საქართველოს ელჩების შეკრება უკვე ტრადიციად იქცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დიპლომატების კოორდინაციისთვის, ისე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ელჩებმა პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს.
ამბასადორიალში ევროპის ქვეყნებში საქართველოს ელჩების გარდა, ევროკავშირსა და ნატოში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონაწილეობდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 699
მსგავსი სიახლეები

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი თბილისის ,,გრანდ სლემის" ჩემპიონია
ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა რუმინელი, აზერბაიჯანელი და ავსტრიელი სპორტსმენები

საქართველო 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
კონტინენტის პირველობაზე, რომელიც თბილისში მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება, ევროპის არაერთი

VIDEO: თბილისის „გრანდ სლემის" პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ჩემპიონობა იზეიმა!
ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს და სამი მედალი

თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ძიუდოს საერთაშორისო ტურნირმა
მათგან ნოზაძე, ნადირაძე, ლიპარტელიანი და ლოლაძე ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებენ

აბუ დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
clickss