2024-07-16

20:30

#GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ანრი (ანზორ) მექვაბიშვილი EURO2024-ზე!

განათლება
21-06-2024 10:52
"ქართველების დებიუტი ყველას დიდხანს ემახსოვრება. მარცხის მიუხედავად, მათ ბევრი დამაიმედებელი მომენტი შექმნეს. ვილი სანიოლის გუნდმა დაამტკიცა, რომ მისი ადგილი სწორედ ამ დონის ჩემპიონატზეა”. ასე გამოეხმაურა ,,ევრო 2024”-ზე საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს ევროპის წამყვანი სპორტული გამოცემა Eurosport.
გვეამაყება, რომ #GIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ანზორ მექვაბიშვილი საქართველოსთვის ამ ისტორიული მატჩის ერთ-ერთი მონაწილე აღმოჩნდა.
ანრი დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველია და 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ევრო GFF Awards-ზე, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, სწორედ მექვაბიშვილი გამოარჩიეს.
კოპენჰაგენი, ვიტესი, რაკუვი – ეს იმ ევროპული კლუბების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც  GIU-ს ბაკალავრის, ანზორ მექვაბიშვილის დამატება სურთ.
გუშინდელი ევრო 2024-ის პირველ თამაშში ანრიმ, თანაგუნდელებთან ერთად, კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ითამაშა და ეროვნული ნაკრების წაგების მიუხედავად, ჩვენი სიმპათია და დიდი სიყვარული დაიმსახურა.
მადლობა ანრის და საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს იმ შემართების, გამარჯვების ჟინის,  თავდადებისა და ემოციებისთვის, რომელიც გუშინ გვაჩუქეს.
წინ უფრო საპასუხისმგებლო მატჩები გველის. ჩვენი ბიჭების ევროპული თავგადასავალი დორტმუნდიდან იწყება.
#ზღაპრისბოლოკეთილია #GIU #აირჩიე143 #EURO2024
ფოტო აღებულია ანზორ მექვაბიშვილის პირადი გვერდიდან. mekvabishvili15

მსგავსი სიახლეები

2024-07-16 14:59
განათლება

მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი

პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

2024-07-16 14:48
განათლება

ახალგაზრდების უნარების მსოფლიო დღე: ევროკავშირის დაფინანსებული ინიციატივა საქართველოში შუალედურ შედე

პროგრამის მეორე ეტაპი 2019 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 7 მილიონი ევროს საერთო ბიუჯეტით ცხრა პროექტი დაფინანსდ

2024-07-08 12:15
განათლება

ბოსნია და ჰერცეგოვინაში მაარიფის ფონდის სკოლამდელი განათლების კოორდინაციის ეგიდით სკოლამდელი აღზრდის

მაარიფის სკოლები თანმიმდევრულად ავითარებს მოსწავლისთვის პოზიტიური გარემოს შექმნის, ციფრული განათლების გზაზე დადგომით

2024-07-05 12:14
განათლება

მარნუელისა და თბილისის მაარიფის სკოლის მასწავლებლები აგრძელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებმა. კონფერენციაზე

2024-07-01 15:47
განათლება

თბილისის მაარიფის სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა

უცხო ენებში, ხელოვნებაში, მუსიკასა და სპორტში განმავითარებელი შეფასებები; წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები და მედლები ჯანსაღი კვებისთვის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები