„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს

PSP ფარმაცეტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს.
2024 წლის 14 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Golden Brand-ის რიგით მე-19 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "საქართველოს ბიზნეს ოსკარი".
განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია. 30 წლის წინ თბილისში, პეკინზე, ბუკიას ბაღთან არსებული ერთი ობიექტით გაიცნო კომპანია მომხმარებელმა. საიუბილეოდ, სრულიად ახალი კონცეფციის ინოვაციური აფთიაქი ფარმაცევტული რობოტითა და პარაფარმაციის გაზრდილი ასორტიმენტით, მომხმარებელს ყიდვის განსხვავებულ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
სტაბილურად დარგის ლიდერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. 1994 წლიდან ჩვენმა კომპანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, დანერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი და მომხმარებლისთვის სამართლიანად იქცა ხარისხის განატად. ჩვენი თითოეული წარმატების და წინსვლის უკან პროფესიონალი გუნდია. საკუთარი საქმის სიყვარულით და პროფესიონალურად შესრულებისთვის, მადლობა PSP-ს 5000 თანამშრომელს“ -აცხადებენ PSP-ში.
Global Idea-სა და The FlNANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, Golden Brand გავლენიანი და მნიშვნელოვანი ჯილდოა საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას. წელს მედიის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დაჯილდოვდა. „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესის წამყვანი სპეციალისტები და მომხმარებლები განვლილი წლის განმავლობაში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის საუკეთესო კომპანიებს ავლენენ.
წლების განმავლობაში PSP აღიარებულია ფარმაცეტულ სფეროს N1 და დარგის ლიდერ კომპანიად.
ნანახია: 1004
მსგავსი სიახლეები

დღეს, 28 აპრილს, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს ქეშბექ
ქეშბექს მიიღებთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე გადახდის შემთხვევაში. ქეშბექის მაქსიმლური თანხა არის 30ლარი

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" საგანგებო განცხადება
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმარ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის მშენებლობას დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი გააუმჯობესებს სამართლებრივ და რეგულირების ჩარჩოებს, რომლებიც

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს ოპერირება დაიწყო ფრანგულმა ავიაკომპანი
პარიზიდან (Orly) თბილისში ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდმა პირველი მგზავრები უკვე ჩამოიყვანა.
clickss