2025-04-23

16:11

საქართველოს დღეები იაპონიაში წარმატებით დასრულდა!

კულტურა
18-06-2024 11:34
15-16 ივნისს ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ - იოიოგის პარკში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართული „საქართველოს დღეები იაპონიაში“ უამრავი სტუმრის მასპინძლობის შემდეგ წარმატებით დასრულდა.
ამგვარი პროგრამები ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული კავშირების გამყარებას, ასევე, იაპონელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და სპორტის ტრადიციების გაცნობას ემსახურება.
პირველივე დღეს მრავალფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა ღონისძიებებმა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია და ორი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ბასიანის“, იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, ასევე, ეთნოჯაზბენდ „ირიაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტები; პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს უჩვენა წარმოდგენა - „„შენ ხარ ვენახი“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა“; მოეწყო ქართველი რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); შეჯიბრებები გაიმართა მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში; სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ცნობილმა ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კარატეში გოგიტა არქანიამ. სტუმრებს მათთან შეხვედრის საშუალებაც ჰქონდათ.
ღონისძიებებში მონაწილეობისთვის იაპონიაში ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი) იმყოფებოდა.
საქართველოს დღეების მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა იაპონიაში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების - „იაპონელების“, „საფირონებისა“ და „ამფორას“ კონცერტები; გაიმართა მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა; სტუმრების წინაშე წარდგნენ იაპონელი სპორტსმენებიც.
ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იყო.

მსგავსი სიახლეები

2025-04-15 11:40
კულტურა

„საქართველოს სინფონიეტა“ ფინეთში გაემგზავრა, სადაც 16 აპრილს, ქალაქ რაუმას წმინდა ჯვრის ტაძარში, ბარ

კონცერტი „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ მიწვევით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერი

2025-04-13 12:30
კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები

ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია

2025-04-11 12:31
კულტურა

პარიზში „გრან პალეში“ (Grand Palais) პარიზის წიგნის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ფარგლებში, საფრანგეთის კულტურის მინისტრი ქართველ კოლეგას გაესაუბრა

2025-04-08 10:37
კულტურა

4 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025 წლის 04 აპრილს GÜRTİAD-ის მმართველი საბჭოს წევრის ქ-ნი სევჯიჰან იავუზის გამოფენა გაიმართა

2025-04-04 15:01
კულტურა

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი „დინამო არენაზე“ 23 ივლისს გაიმართება

ჯასტინ ტიმბერლეიკი მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები