2025-01-15

14:19

HERBALIFE დაბალანსებული კვების კატეგორიაში GOLDEN BRAND-ის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა

ბიზნეს ნიუსი
17-06-2024 14:50

 

საერთაშორისო კომპანია Herbalife “დაბალანსებული კვების” კატეგორიაში Golden Brand Award-ით უკვე მესამედ დაჯილდოვდა. Herbalife დაბალანსებული კვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეხმარება, შეინარჩუნოს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი, და ასევე, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი, როგორც Herbalife-ის დამოუკიდებელმა პარტნიორმა.

„Herbalife-ისთვის დიდი პატივია საქართველოში უკვე მესამედ ოქროს ბრენდის ჯილდოს მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში აღიარება განპირობებულია, ერთის მხრივ, ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხით, მეორეს მხრივ,  ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორებისა და მათი მომხმარებლების შესანიშნავი შედეგებით.  საქართველოში  Herbalife-ის პოპულარობის ეს ძირითადი მიზეზები ჩვენ და ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებს  გვაძლევს ძლიერ მოტივაციას, გავაგრძელოთ ადამიანების დახმარება, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, რათა კიდევ უფრო გავაფართოვოთ Herbalife-ის მომხმარებელთა საზოგადოება“, - განაცხადა Herbalife-ის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა კავკასიაში, ირაკლი ჩაჩანიძემ.

Herbalife 1980 წელს დაარსდა, თუმცა  მისი პროდუქცია საქართველოში 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მეცნიერების მიერ შექმნილ 2000-ზე მეტ უგემრიელეს საკვებ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ Herbalife აგრძელებს პროდუქციის ხაზის გაფართოებას და პროდუქტების ფორმულების გაუმჯობესებას. მათ შორისაა, ახალი პროტეინის „ბატონი“ ფორმულა 1 ექსპრესი, საჭირო რაოდენობით საკვები ნივთიერებებით - ვიტამინებით და მინერალებით, ცილებითა და ხსნადი საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე მაისიდან უკვე ხელმისაწვდომია.  გასულ წელს,  კომპანიამ ასევე ექვსი ახალი გემოთი განაახლა ლეგენდარული ფორმულა 1-ის პროტეინის კოქტეილი, რომელიც  Herbalife-ის ყველაზე ცნობილი პროდუქტია მთელ მსოფლიოში.

Herbalife არ არის მხოლოდ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მეცნიერებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ მხარდაჭერილი პროდუქტებით. ეს არის უნიკალური საზოგადოება, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ დაბალანსებული კვების პრინციპები, იცხოვრონ  ჯანსაღი ცხოვრების წესით და განავითარონ საკუთარი ბიზნესი და ფინანსური პოტენციალი. კომპანია სთავაზობს დიდ ბიზნეს შესაძლებლობებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს გახდეს მისი დამოუკიდებელი პარტნიორი და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი დაბალანსებული კვების პროდუქტების სფეროში.  მთელ მსოფლიოში, Herbalife-ის დამოუკიდებელი პარტნიორები აქტიურად ავითარებენ 70 000-ზე მეტ ჯანსაღი კვების კლუბს, სადაც მათი მომხარებლები იკრიბებიან, ერთად ვარჯიშობენ, სვამენ პროტეინის კოქტეილებს და ამზადებენ სხვადასხვა რეცეპტებს Herbalife-ის პროდუქტების გამოყენებით. საქართველოში ასეთი კლუბები ფუნქციონირებს  სხვადასხვა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში.

ინფორმაცია Herbalife-ის  შესახებ

Herbalife (NYSE: HLF) გლობალური ველნეს კომპანიაა, რომელიც 1980 წლიდან ცვლის ადამიანების ცხოვრებას და აწვდის მათ შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს. დამოუკიდებელ პარტნიორებს კი აძლევს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს  მაღალი ხარისხის, მეცნიერების მიერ შექმნილ პროდუქტებს, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელი პარტნიორები ქმნიან მხარდაჭერ საზოგადოებას და უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ ქოუჩინგს თავიანთი მომხმარებლებისთვის, რათა შთააგონონ ისინი, დაიცვან ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების  წესი, უკეთესი ცხოვრებისთვის.

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები