ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ფინანსური ვალდებულება მოკავშირე ქვეყნებს, რაც მოიცავს უკრაინისთვის ყოველწლიურად მინიმუმ 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას იმ პერიდოის განმავლობაში, რამდენიც დასჭირდება. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პირველი დღის სესიის ბოლოს იენს სტოლტენბერგმა პრესისთვის განცხადება გააკეთა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა, ამ ქვეყანას თითქმის მთელ სამხედრო მხარდაჭერას ნატოს მოკავშირეები უწევენ და რომ ახალი გეგმა ამ მხარდაჭერას მყარ საფუძვლებზე დააყენებს და უზრუნველყოფს პროგნოზირებადობას.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეების წლიური სამხედრო დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 40 მილიარდ ევროს შეადგენს და ის სთავაზობს ამ თანხის მინიმალურ კრიტერიუმად განსაზღვრას და მისი უზრუნველყოფას მანამ, სანამ უკრაინას ეს სჭირდება.
ნანახია: 938
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss