2024-12-11

01:50

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საფოსტო მარკა „საქართველო ევროპაზე“ გამოიცა

ბიზნეს ნიუსი
12-06-2024 17:28

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „საქართველოს ფოსტამ“ მარკის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციის აღმასკომის წევრმა გოჩა ჯამარაულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები. საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ  გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი  მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, 26 მარტს, „დინამო არენაზე“, საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია, რითიც ისტორია დაიწერა და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. სწორედ ამ წარმატებას მიეძღვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საფოსტო მარკა - „საქართველო ევროპაზე.“ აღსანიშნავია, რომ მარკას მსოფლიო საფოსტო კავშირი მის 191 წევრ ქვეყანას გაუგზავნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან  არსებულმა მარკების კომისიამ კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მოკლე ვადებში შეიმუშავა და დაამტკიცა მარკის დიზაინი, რომელიც ეხება ისტორიულ გამარჯვებას - საქართველოს ნაკრების გასვლას ევროპის ჩემპიონატზე. აღსანიშნავია რომ მარკა შედგება ბლოკისგან, რომელიც მოიცავს 3 შინაარსს - იგი აღწერს ძირითადად იმ ემოციებს, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ გამარჯვების მომენტში ასახულ სცენებთან“ - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

მისივე თქმით, ქართული მარკა 40.000-იანი ტირაჟით მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. 

საფოსტო მარკა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. საფოსტო მარკა უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასა და მოთხოვნებს, მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ისტორიული წარსული, მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფერო, ფლორა და ფაუნა, მიღწევები სპორტში, საშინაო და საგარეო ცხოვრების მთავარი მოვლენები და სხვა.

მსგავსი სიახლეები

2024-12-02 11:53
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადს" ესტუმრნენ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თ

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადის" საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს:

2024-11-28 13:14
ბიზნეს ნიუსი

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება!

„ავერსისა“ და „კანი ესთეტიკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში პრემიუმ ბრენდების მომხმარებელი დასაჩუქრდება კანის ისეთი

2024-11-25 16:14
ბიზნეს ნიუსი

სალვატორე კასტანო: „რაც მიყვარს საქართველოში ჩემი ქართველი მეგობრების გარდა, არის ჭაჭა“

სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ

2024-11-22 11:07
ბიზნეს ნიუსი

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -ში Black Friday დაიწყო!

განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ

2024-11-21 16:36
ბიზნეს ნიუსი

კომპანია „ბეკომ“ თავისი პირველი „აუთლეტ“ მაღაზია გახსნა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

კომპანია „ბეკოს“ ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებაზე და მუდმივად ითვალისწინებს მათ წინადადებებს. ეს არ არის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები