2025-05-24

01:33

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა შპს "კრეატივ ივენთის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "მე მინდა საქართველო მიცნობდეს"!

კულტურა
11-06-2024 09:34

2024 წლის 1 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა შპს "კრეატივ ივენთის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "მე მინდა საქართველო მიცნობდეს", რომელიც დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით მოეწყო.

ღონისძიების მთავარ მიზანს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარებ, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და მოტივაციის გაზრდა წარმოადგენს.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასამდე სამხატვრო სტუდიის 1300-მა მონაწილე. მათ შორის გამოჩეულად გვინდა აღვნიშნოთ სამხატვრო სახელოსნო სტუდია "მონე" მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე კომპოზიცია და პეიზაჟები. „ამ გამოფენაზე ჩემი ერთი ნახატი გამოიფინა. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. ერთი ნამუშევრის შესაქმნელად ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი მჭირდება”, - ამბობს თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მე-8ლასის მოსწავლე სალომე მამნიაშვილი.

გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, სტუდია "მონეს" ხელმძღვანელმა ია აფციაურმა მიმართა. მან განაცხადა, რომ მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონმა იამ მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალი და მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ განათლება და მისცენ ნიჭს განვითარების საშუალება. მინდა აღვნიშნო, რომ სამხატვრო სახელოსნო სტუდია "მონე" ერთ-ერთი გამორჩეულია და სწორედ სკოლა და მასწავლებლები აძლევენ მოსწავლეებს უნარების განვითარებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ია აფციაურმა.

ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენის "მე მინდა საქართველო მიცნობდეს", დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს მედლები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ შპს "კრეატივ ივენთის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ბავშვთა და მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა უკვე მერვე წელია რაც იმართება.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

უკან დაბრუნება

ნანახია: 1391

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები